Sunday, December 2, 2012


1.პროექტის  სახელი  ,, ალილო ''      
2. პროექტის მოკლე აღწერა;
საახალწლო რიტუალები საქართველოს სხ.და სხ. კუთხეში ერთმანეთისაგან   განსხვავდება.
მათი მიზანი კი ერთია; დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ,  რომ ახალმა წელმა მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ჩვენი მიზანია შევკრიბოთ მასალები  კუთხეების  მიხედვით და ავღწეროთ მათი ტრადიციები.
3. პროექტის სრული აღწერა;
საქართველოს ყველა კუთხეში შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა წირვის დასრულების შემდეგ,მეალილოები თითოეული ჭიშკრის წინ ჩერდებოდნენ და ყველას ქრისტესშობას ულოცავდნენ. მასპინძელიც მათ პროდუქტებით, ტკბილეულით და რაც მთავარი იყო  კვერცხით ასაჩუქრებდა,რაც ,,სიცოცხლის და ნაყოფიერების’’  სიმბოლო იყო. ამ შესაწირს კი ისინი  გაჭირვებულ ოჯახებს გადასცემდა. სწორედ ქველმოქმედება დაედო საფუძვლად ,,ალილოს’’ ტრადიციას.
,,ალილო’’ ქართული  საგალობელია,რომელიც შობის წინა ღამეს სრულდებოდა. სწორედ საგალობლის სახელწოდება დაედო საფუძვლად საქართველოში საუკუნეების წინ დამკვიდრებულ ტრადიციას. იგი საქართველოს ყველა კუთხეში იყო გავრცელებული და ყველგან თავისებურად ასრულებდნენ.
4.მონაწილეთა ასაკი, კლასები;
5, 6, 7, 8, 9
 5.ვადები, ხანგრძლივობა;
ნოემბერი,დეკემბერი.
6.,,ალილოს’’- ვარიანტების შეკრება,მოძიება, შესწავლა.
7.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები.
ამ ტრადიციის არ დავიწყება. მოსწავლეებს განუვითარდეთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების, კვლევის, ფანტაზიის უნარი.
შეიქმნება ბლოგი,კედლის გაზეთი.
8.სარგებელი სხვებისათვის.
სკოლაში მოეწყობა გამოფენა,კონცერტი. მოეწყობა ,,ალილოს’’ ვარიანტების მოსმენა. ბავშვები ერთმანეთს  გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას და შთაბეჭდილებებს,რომელსაც დაესწრებიან სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები.
9.სამუშაო ენა; ქართული.
საგნებთან, საგნორრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
ხელოვნება,-ნახატის შექმნა, სკოლის გაფორმება.
მსვლელობა
მუსიკა- სიმღერის შესწავლა.